„რუსთავი 2“-ის დატოვებას კურიერის კიდევ ერთი წამყვანი პაატა იაკობაშვილიც გეგმავს. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა. როგორც იაკობაშვილი ამბობს, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. იაკობაშვილის თქმით, გეგმა, რომ ხავერდოვნად შეიცვალოს კურიერის სარედაქციო პოლიტიკა არ გამოვა, რადგან არხის გუნდი ამას არ დაუშვებს. როგორც კურიერის წამყვანი ამბობს, თანდათან შემცირდება კრიტიკული თემები და სიუჟეტები რის შემდეგაც ის იძულებული იქნება რომ „რუსთავი 2“-დან წავიდეს.