2019 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასების 2.0 პროცენტიანი ზრდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე დაფიქსირდა.
ჯგუფში შემავალი პროდუქციაზე ფასები 12 პროცენტით გაიზარდა, ამან მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.59 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან ფასების ზრდა ძირითადად ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე 35.5 პროცენტით და ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე 16.1 პროცენტით დაფიქსირდა.