მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან რუსეთში ძალაში შევიდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიაზე ხილის, ბოსტნეულისა და ყვავილების შეტანის პირობები გამკაცრდა.
რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით, შესაბამისი ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გარეშე მხოლოდ ქვეყანაში 5 კგ-მდე პროდუქციის შეტანა იქნება შესაძლებელი, ხოლო ყვავილების შემთხვევაში, არაუმეტეს 3 თაიგულისა. როგორც „როსსელხოზნადზორი“იტყობინება, ქვეყანაში აღნიშნულზე მეტი პროდუქციის შეტანის შემთხვევაში, შესაბამისი ფიტოსანიტარული სერთიფიკატის აღება იქნება საჭირო.
მათი განმარტებით, ახალი წესები ყველა სატრანსპორტო საშუალებით იმპორტირებულ პროდუქციაზე ვრცელდება.