კემბრიჯში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურის მდინარე კემზე ნავით გასეირნების დაგეგმვა Uber-ის აპლიკაციით გახდა შესაძლებელი.
ნავით მოგზაურობის მსურველებს Uber-ის დახმარებით, ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით შეუძლიათ სასურველი ნავის არჩევა. აღსანიშნავია რომ ექსკურსია 40 წუთი გაგრძელდება და ისტორიული საუნივერსიტეტო ქალაქის ყველა ღირშესანიშნაობას მოიცავს.
Uber-ის გამოყენება შეეძლება მათ, ვინც ნავმისადგომიდან 1 მილის რადიუსში იქნება.