მორიგი შეხვედრა გამართა საბურთალომაც. მათ "დილა" 3:0 დაამარცხეს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე განათების სისტემა ვერ ჩაირთო და ამიტომ მატჩი 15 წუთის დაგვიანებით, სათადარიგო მოედანზე დაიწყო. "საბურთალომ" გადახალისებული შემადგენლობით თავიდანვე შეუტია, პირველი გოლი კი 23-ე წუთზე გაიტანა - საჯარიმოდან აწეულ ბურთს რეხვიაშვილმა მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
მასპინძლებმა მეორე გოლიც სტანდარტულის შედეგად გაიტანეს, როდესაც ალთუნაშვილმა საჯარიმოდან ბურთი სწრაფად მიაწოდა გაბედავას და ამ უკანასკნელმა მეორედ დალაშქრა ჩოჩიშვილის კარი.
85-ე წუთზე კი ყენიამ როლოვიჩი გარღვევაზე გაიყვანა, რომელიც ფლანგზე რაზმაძეს გასცდა, კარშიდაარტყა. ბურთი კუციამ კი ამოიტანა, მაგრამ სანტოსს გაარტყა და ავტოგოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.