ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობა დაკითხვის შემდეგ დატოვა. ღაჭავას განმარტებით, იგი გამორიცხავს პოლიტიკური მოტივს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მის წინააღმდეგ აღიძრა.
ლაურა ღაჭავა ამბობს, რომ ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკება საქმესთან დაკავშირებით ვერ შედგა და შესაბამისად, აბსურდია სამართლებრივი პროცესი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს დაუკავშირდეს.
ღაჭავა აღნიშნავს, რომ საქმეში არის მასალები, რომელთა საქმის კურსში არ იყო და მათი დეტალურად შესწავლის შემდეგ ვრცლად მოგვიანებით ისაუბრებს.