გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მოსახლეობამ ძირითადად სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის მოგვარებას, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგების საკითხები დააყენეს.
ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ არსებული საჭიროებების მოგვარებისთვის საჭირო თანხმები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული