გორში, სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის ქრობაში ჩართულმა ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს. ამ დროისთვის ცეცხლის ქრობაში მხოლოდ ცოცხალი ძალაა ჩართული. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი დაახლოებით 40 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. უწყების ცნობით ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის გუბერნატორი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები.