სევეროდვინსკთან მდებარე სამხედრო პოლიგონზე, 8 აგვისტოს მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი ადამიანი არხანგელსკის საოლქო კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ სამედიცინო პერსონალი არ გააფრთხილეს, რომ მათი პაციენტები რადიაციული გამოსხივების წყაროს წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ "ბი-ბი-სის" ანონიმურად არხანგელსკის საავადმყოფოს თანაშრომლებმა განუცხადეს.
მათივე ცნობით, სულ დასხივებულ პაციენტებთან კონტაქტი ჰქონდა დაახლოებით 90 ადამიანს, მათ შორის ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და სხვა პაციენტებს, რომლებიც პოლიგონზე დაშავებულების საავადმყოფოში მიყვანისას მიმღებ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. ამას გარდა მაშველებს, სანიტარული ვერტმფრენის ეკიპაჟებს და სასწრაფო დახმარების ავტომობილების ბრიგადებს, რომლებმაც დაშავებულები პოლიგონიდან საავადმყოფოში მიიყვანეს.
"ექიმები გამოკლევის და ანალიზების აღების ეტაპზევე მიხვდნენ, თუ რასთან ჰქონდათ საქმე. მათ თავად მოუწიათ დამცავი საშუალებების მოძიება და კუსტარულად შექმნა" - წერს "ბიბისი".