მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - პიპილეთის, ირისა და ქვედრულას მოსახლეობას შეხვდა.
რეგიონში გამართულ შეხვედრებს, ასევე დაესწრნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ ადგილობრივებს განხორციელებული და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრასაც მოსახლეობა ითხოვს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, მათი მოთხოვნების და წინადადებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის სწორ ფორმირებას და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას.