ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით ფრენებს ამატებს. ამასთან ავიაკომპანიამ ქუთაისიდან ნიცას მიმართულებით ფრენების დაწყება და მილანის მიმართულებით ფრენის სიხშირის ზრდაც დააანონსა.
ახალი მიმართულებებით ბილეთების შეძენა 25 და 30 ევროდან არის შესაძლებელი. ბოლონიაში ფრენები 2019 წლის 23 ნოემბრიდან, კიოლნში კი - 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყება.
რაც შეეხება ნიცას, ფრენები, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო ქუთაისი-მილანის მიმართულებით სიხშირე 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში 4-მდე გაიზრდება.
ცნობისთვის, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო.