სოფელ საყავრეში მეხანძრე მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ, ვეტმფრენების გამოყენების საჭიროებზე გადაწყვეტილება კი დილით იქნება მიღებული. ამ დროისთვის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამასთან ღირსიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ხილვადობის შეზღუდვის გამო ვერტმფრენები მუშაობას შეწყვეტენ, მუშაობას ადგილზე მხოლოდ ცოცხალი ძალა შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით გააგრძელებს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.