ლუხუმ ჩხვიმიანი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევს სძლია. ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე ლუხუმ ჩხვიმიანმა საკვალიფიკაციო შეხვედრაში ჰონკონგელ იუ ლონგ ლაის სძლია იპონით, შემდეგ ესპანელ ფელიპე გარიგოსს და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს, ორივეს ოქროს დროში აღებული ვაზარით მოუგო, პულის ნახევარფინალში უკრაინელი არტიომ ლესიუკი დაამარცხა იპონით, პულის ფინალში ტაიპეელ იუნგ ვეი იანგი დაამარცხა ვაზარით ნახევარფინალური შეხვედრა კი მასპინძელ რუიჯუ ნაგაიამაწს ოქროს დროში იპონით მოუგო. ლუხუმ ჩხვიმიანი საქართველოს ისტორიაში მეოთხე ქართველი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალს დაუფლა.