ოკუპირებულ აფხაზეთში დამკვირვებლის სტატუსით მყოფ რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინის განცხადებით არჩევნები აფხაზი ხალხის საშინაო საქმეა და მოსკოვი მის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს. მან პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნების განმავლობაში დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. ზატულინმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.