პაპი ფრანცისკე ტრადიციულ საკვირაო ლოცვამდე ცოტა ხნით ადრე ლიფტში გაიჭედა. პონტიფიკოსმა გაჭედილ ლიფტში 25 წუთი გაატარა. საკვირაო ლოცვაზე მისვლისას მან წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს დაგვიანების მიზეზი განუმარტა და ბოდიში მოუხადა.
"ძვირფასო ძმებო და დებო დილა მშვიდობის. უპირველეს ყოვლისა დაგვიანებისთვის ბოდიში უნდა მოგიხადოთ, თუმცა ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევით იყო გამოწვეული. ლიფტში 25 წუთით გავიჭედე" - თქვა პაპმა ფრანცისკემ და განმარტა, რომ სავარაუდოდ ძაბვის ვარდნა მოხდა, რამაც ლიფტის გაჩერება გამოიწვია.
"მადლობა ღმერთს მეხანძრეები მოვიდნენ და მე იმდენი მადლობა გადავუხადე მათ, 25-წუთიანი მუშაობის შემდეგ მათ ლიფტის ამუშავება შეძლეს" - განუმარტა პონტიფიკოსმა მრევლს და მეხანძრეების ტაშით დაჯილდოვებისკენ მოუწოდა მათ.