გერმანიის ქალაქ კიოლნთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ალხენ ფროიდენბერგში კერძების ფესტივალზე საცხობი ლანგრის აფეთქების შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.
ტრადიციულ ფესტივალს დაახლოებით 150 ადამიანი ესწრებოდა. აფეთქება შემწვარი კარტოფილის სტენდთან მოხდა. დაშავებულთა ნაწილს ადგილზევე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, 6 ადამიანი კი, რომელთა ასაკი 31-დან 75 წლამდეა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნებათ.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო. პირველადი ვერსიით, არ გამორიცხავენ გაზის შედეგად გამოწვეულ აფეთქებას.
რამ გამოიწვია აფეთქება უცნობია.