"ბარსელონას" თურქ ნახევარმცველ არდა თურანს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, სროლისა და პანიკის დათესვისთვის. ფეხბურთელს შეუძლია ციხეში არ წავიდეს, თუმცა ამისთვის იგი ვალდებულია დანაშაული აღიაროს. 32 წლის ნახევარმცველმა სტამბოლის ღამის კლუბში მომღერალ ბერქაი შაჰინს გასული წლის ბოლოს სცემა და თურქული ესტრადის ვარსკვლავად ქცეულ ბერქაის ცხვირი გაუტეხა. მოგვიანებით, თურანი საავადმყოფოში მივიდა და იარაღიდან იატაკის მიმართულებით გაისროლა პანიკისა და შიშის გამოსაწვევად.