რუსეთი გმობს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მესამედის ანექსირებასთნ დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებებს ისრაელის მთავრობის მხრიდან მსგავსი გეგმების შესახებ, რომლის განხორციელება რეგიონში დაძაბულობის მკვეთრ ესკალაციას გამოიწვევს და ძირს გამოუთხრის ისრაელსა და მის არაბი მეზობელს შორის მშვიდობის დამყარებას, რასაც დიდი ხანია ელოდებიან", - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის სოჭში დაგეგმილ შეხვედრმდე გავრცელდა.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერმა გააცხადა, რომ სამშაბათს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისრაელის სუვერენიტეტს იორდანიის ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით გაავრცელებს. ისრაელს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული, თუმცა ეს ტერიტორია თავის შემადგენლობაში არ შეუყვანია.