მოსკოვში, რაიონულმა სასამართლომ პაველ უსტინოვს 3,5 წელი მიუსაჯა. ის 3 აგვისტოს აქციის დროს დააკავეს და მისი დაკავებისას სპეცრაზმელს მხარი ამოუვარდა.
23 წლის პაველ უსტინოვი ბრალს არ აღიარებს. ის აცხადებს, რომ აქციაში არ მონაწილეობდა, დემონსტრანტებისგან მოშორებით იდგა, სადაც ამხანაგს უნდა შეხვედროდა და დაკავებისას ტელეფონზე ლაპარაკობდა. ის აგრეთვე აცხადებს, რომ დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაზარალებულმა სპეცრაზმელმა სასამართლოს განუცხადა, რომ უსტინოვი ხელისუფლების მიმართ შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს გაიძახოდა.
სპეცრაზმელის მტკიცებით უსტინოვმა შებოჭვისგან გათავისუფლება სცადა, სხეულით მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და მას ამ დროს მხარი ამოუვარდა. პროკურორი უსტინოვისთვის 6 წლის მისჯას ითხოვდა.
შეგახსენებთ, მოსკოვში მასშატბურ საპროტესტო გამოსვლების დროს არაერთი აქტივისტი დააკავეს.