"საია"-მ და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომელშიც 4 ძირითადი საკითხი გამოიკვეთა. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ 2018 წლის ანგარიშის მიგნებებზე საუბრისას განაცხადა, ეს საკითხებია: "მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული ტენდენციები, დისციპლინური საქმის წარმოება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პროცესში გამჭვირვალობა და სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნა და მათი მოვალეობები". ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 2018 წლის ანგარიში აჩვენებს იმასაც, რომ კვლავ პრობლემად რჩება საბჭოს მიერ მოუმზადებლად ჩატარებული სხდომები. სულხან სალაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსსაც აკრიტიკებს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარიმართა.