ზესტაფონში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი შვილი გარდაიცვალა. ბავშვები ასაკი 2 და 4 წელ იყო. გარდაცვლილები სახლში ახლოებლებმა აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა.