2019 წლის მე-2 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 11 მილიარდ 26 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 3.8 პროცენტით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით 16.8%-ითა და 16.4%-ით გამოირჩევა ვაჭრობა და მრეწველობა. შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა, სახელმწიფო მმართველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა.