დაუსაბუთებელი ბრალდებები საქმეს არ წაადგება და რეგიონში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამძაფრებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საუდის არაბეთოს ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა ინციდენტის მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება.
"მნიშვნელოვანია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ პროცესი მიუკერძოებლად მიმდინარეობს, ვინაიდან უსაფუძვლო ბრალდებები საქმეს არ წაადგება" - აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-მ თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა, თუმცა თეირანმა ამ ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდა.