ვაშინგტონის ქუჩებში სროლა იყო, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, შემთხვევა 19 სექტემბერს ღამე თეთრი სახლიდან დაახლოებით სამ კილომეტრში მოხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია მალევე მივიდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, თავმდამსხმელს პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი აქტიურად ისროდა. თავდამსხმის მოტივი უცნობია. ასევე უცნობია დააკავეს თუ არა თავდამსხმელი.