პარლამენტის საშვთა ბიუროსთან "სირცხვილიას" წევრების აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა მოქალაქეებისთვის პარლამენტის შენობის ჩაკეტვა და რუსულ ოკუპაცია გააპროტესტეს. "ჩვენი ამოცანა არ არის ჩოჩქოლის მოწყობა", - ამის შესახებ პარლამენტთან აქციაზე მისულმა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს, უფლება აქვთ საკუთარი პროტესტი პარლამენტში დააფიქსირონ, თუმცა საშვთა ბიურო დაიხურა, რადგან ხელისუფლებას ის "ქართული ოცნების" სახლი" ჰგონია.