თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გიორგი გახარიასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დამატებით 12 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება. მისივე თქმით, გასულ წელს 14 შენობა უკვე განახლდა, თუმცა კიდევ ბევრი შენობა-ნაგებობაა დარჩენილი, რომელსაც სჭირდება გამაგრებითი სამუშაოები რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება.