იაპონური ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Uniqlo ახალ კოლექციას შექმნის, რომელიც გადამუშავებული პლასტიკის ბოთლებისგან დამზადდება. ამის შესახებ The Japan Times-ი იუწყება.ნაწარმის შექმნა კომპანია Toray Industries-თან ერთად არის დაგეგმილი. უტილიზირებული პლასტიკისგან კომპანია აპირებს მალშრობადი ქსოვილებისთვის პოლიესტერის ბოჭკო შექმნას. პირველ ეკოლოგიურ სამოსს სპორტსმენები მოირგებენ, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ გაფორმებული Uniqlo-სთან. როგორც მოსალოდნელია კოლექცია გაყიდვაში 2020 წელს გამოვა და მის მთავარ მომხმარებლებად ის ხალხია გათვლილი, ვინც გარემოზე ზრუნავს.სამოსის გაყიდვა მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის ყველა ფილიალში მოხდება.