აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 571 მილიონ 500 ათასი ლარით, ანუ 1.3 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი სექტემბრისთვის 44 მილიარდ 900 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.1 პროცენტია.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.