2018 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 734 ათას 200 კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.2 პროცენტი ქალი, ხოლო 59.8 პროცენტი - კაცია.დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე, 21.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 45.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე მოდის. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 679 ათას 500 კაცი შეადგინა. ცნობისთვის, 2018 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით გაიზარდა და 86 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა.