პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი გენერალურ პროკურატურაში ისინი გენერალურ პროკურატურაში ე.წ. შეწყალების საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით გამოკითხეს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 35 პირი შეიწყალა, მათ შორის 2 მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.
"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა ჩართული, თუმცა თავად გაბუნიას განცხადებით, შესასწყალებელ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა.