საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში არანაირი კონკრეტული გეგმით არ ჩამოდის, რომელიც უკავშირდება ოკუპირებულ რეგიონებს. მისივე თქმით, შტაინმაიერს არანაირი წინადადებები არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. ზალკალიანის ინფორმაციით, შტაინმაიერის ვიზიტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ შესაძლოა დონბასთან დაკავშირებით შტაინმაიერის გეგმის განხილვა დაიწყოს. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოსაზრება, რომ გერმანიის პრეზიდენტს შესაძლოა კონფლიქტის მოგვარების კუთხით რაიმე გეგმა საქართველოსთან დაკავშირებითაც ჰქონდეს და სწორედ ამას უკავშირდებოდეს 6 ოქტომბერს დაგეგმილი ვიზიტიც.