პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მიმართა, რომ „ყველანაირი დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე თქვან, კონკრეტულად სად რა პრობლემა აქვთ“. რეგულაციები, დროული გადაწყვეტილებების პრობლემა და კადრების ნაკლებობა - ეს იმ საკითხების ნაწილია, რაზეც დარგის წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრისას ისაუბრეს. სამშენებლო კომპანია "რედკოს" პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური ძირითად პრობლემად გადაწყვეტილებების მიღების დროულობასა და საკანონმდებლო რეგულაციებს ასახელებს. m²-ის გენერალური დირექტორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით კი, სამშენებლო სექტორის ერთ -ერთი მთავარი გამოწვევა კადრების ნაკლებობაა. ამასთან, როგორც მან პრემიერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, კარგი იქნება თუ საბანკო რეგულაციები შერბილდება, რადგან რეგულაციების შედეგად ბინების რეალიზაცია შემცირდა. შეგახსენებთ, რომ პრემიერი უკვე შეხვდა ტურიზმისა და მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლებს.