შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, 26 მაისის მოედანზე, 1968 წელს დაბადებულ მოქალაქეს იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1100 ლარი წაართვა და მიიმალა. შსს-ს ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.