აშშ-მ ჩრდილოეთ სირიიდან დარჩენილი 1000 ჯარისკაცის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერამ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თურქები სამხრეთისა და დასავლეთისკენ თავდასხმის გაფართოებას აპირებენ", - განუცხადა CBS-ს ესპერმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, სირიაში შექმნილი სიტუაციის გამო, აშშ-ის ჯარისკაცებისთვის თავდაცვა შეუძლებელი ხდება და ის ამ საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, რომელმაც აშშ-ის სამხედროების ჩრდილოეთ სირიიდან გაყვანის განკარგულება გასცა.