დავით ბაქრაძის განცხადებით "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური განაცხადია, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება. მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მომავალ წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არ ემუქრებათ ხიფათი, არასტაბილურობა და შურისძიების ახალი ტალღა, როგორც იყო 2012 წელს.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, არავის დასჯა და არავისზე შურისძიება არ არის მისი პარტიის ამოცანა.