პოლიციამ, 19 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, ორი პირი დააკავა.
შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, გაიტაცეს ამავე სოფლის მკვიდრი და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა. სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, გოგონამ გაქცევა შეძლო. სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.