თორნიკე შენგელიას შედეგიანი შეტევა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურის საუკეთესო მომენტებს შორის მოხვდა. ამ მატჩში ქართველი ლეგიონერის ბასკონია ბილბაო ბასკეტს სტუმრობდა და 75:79 წააგო, თოკო კი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. პირველი მეოთხედის მიწურულს ბასკები მდევრის როლში იყვნენ, როდესაც შენგელიამ პასი მიიღო, ჰაერშივე მარცხენა ხელიდან ბურთი მარჯვენაში გადაიტანა და ფარქვეშიდან 2 ქულა მიითვალა. ეს მომენტი ტურის საუკეთესო ეპიზოდების ხუთეულში გავიდა.