2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მილიარდ 193 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 11.1 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიარდ 719 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.3 პროცენტით შემცირდა და 6 მილიარდ 474 მილიონ 500 ათასი დოლარი იყო.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 3 მილიარდ 755 მილიონ 300 ათასი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.