ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის კომიტეტში განაცხადა.
როგორც ლილუაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღკვეთაზე.
კომიტეტის დაწყებამდე მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ უმრავლესობა გრიგოლ ლილუაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.