რა თქმა უნდა, ხელშეკრულების არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შეგახსენებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით მთავრობა ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და "ანაკლიის კონსორციუმს" ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს.