სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მინიმუმამდე დაიყვანა უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობები. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრია და ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ტერორიზმის მიმართულებით. ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოში შემცირებულია ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერთა რაოდენობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებიც განიხილა და ჰიბრიდული ომის ეკონომიკურ ბერკეტებზე გაამახვილა ყურადღება. ის აგრეთვე შეეხო ჰიბრიდული ომის ნაწილს, ფარულ ღონისძიებებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას იხილავს.