გერმანიაში თურქებსა და ქურთებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის ხუთი პოლიციელი, დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალაქ ლუდენშეიდში ოთხშაბათს საღამოს ქურთებმა აქცია გამართეს და სირიაში თურქების შეჭრა გააპროტესტეს, რა დროსაც მათსა და თურქ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ხუთი დემონსტრანტი დააკავა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქურთმა დემონსტრანტებმა გერმანიის ქალაქ ჰერნეში თურქების კუთვნილი ჯიხური და კაფე დაარბიეს, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა.
გერმანიაში თურქული წარმოშობის დაახლოებით 3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, მათგან დაახლოებით 1 მილიონი ეთნიკურად ქურთია.