შატილში საჯარო სკოლის შენობას ცეცხლი წაეკიდა. როგორც „პალიტრანიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.