ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება. პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი.ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც.ცნობისთვის, YORK TOWERS უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები ევროპასა და შუა აღმოსავლეთში აქვს განხორციელებული.