ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად 1.1. მილიონ აშშ დოლარს გადარიცხავს. იგი ამასთან დაკავშირებთ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვასაც ავრცელებს. ბერა ივანიშვილი მიმართვაში ამბობს, რომ აღნიშნულ თანხას ტყის ხანძრებთან ბრძოლის ორგანიზაცია ISA-ს ჩაურიცხავს, რომელსაც ენდობა. ბერა ივანიშვილის თქმით, ბრაზილიელმა ფანებმა ის ოჯახის წევრივით მიიღეს და ახლა სურს, დაეხმაროს ბრაზილიელ მეგობრებს, რომლებიც “ჩვენსა და კატასროფას შორის დგანან”. “მე გადავწყვიტე 1,1 მილიონი დოლარი ვაჩუქო ამ ორგანიზაციას, რაც მოიცავს როგორც ჩემს დანაზოგს, ისე ჩემი ოჯახის კონტრიბუციას. ნებისმიერი კონტრიბუცია მნიშვნელოვანია. ერთად ჩვენ შევცვლით”, – ამბობს ივანიშვილი.