საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა. აკაკი საღირაშვილის თქმით, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განამრტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. სამინისტროში ამბობენ, რომ ფოკუსირება გაკეთდება იმ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე, რომელიც ჩვენს კორიდორში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მათ შორის: ბულგარეთი, უკრაინა, ირანი და თურქეთი. ამასთან, დაგეგმილია სატარიფო პოლიტიკის გადახედვა. კიდევ ერთი სიახლე, საჯარო და კერძო სერვისების ერთი პლატფორმის ქვეშ გაერთიანებას და დოკუმენტების გარეშე, კომპიუტერზე დაფუძნებულ სწრაფ მუშაობას გულისხმობს, რაც მინიმუმ 20 %-ით შეამცირებს დროს, ამასთან მოხდება ხარჯების ოპტიმიზაცია.