ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 553 მილიონ 450 ათასი ლარით ანუ 1.87%-ით მეტი სესხი გაიცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 30 მილიარდ 120 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435 მილიონ 70 ათასი ლარით ანუ 3.33%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 118 მილიონ 380 ათასი ლარით ანუ 0.72%-ით შემცირდა.
სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2019 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 4 მილარდ 260 მილიონი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 9 მილიარდ 860 მილიონი ლარის მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული.
ამასთან, სექტემბრის განმავლობაში 0.62%-ით ანუ 93 მილიონ 230 ათასი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 15 მილიარდ 230 მილიონი ლარი შეადგინა.