აეროპორტის გადასახვევთან მდებარე ადამიანისა და მზის მონუმენტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე ცნობით, ტერიტორიაზე ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, მოეწყობა მწვანე სივრცეები, დეკორატიული აუზი, ასევე ახალი განათების სისტემა.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ნოემბერში დასრულდება არა მხოლოდ მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიის, არამედ კახეთის გზატკეცილზე, ჯორჯ ბუშის ქუჩასა და ევროპის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ მონუმენტის - "ადამიანი და მზე" რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა.