ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა ოროჰესის მცირე ჰიდროსადგური მოინახულა, რომელიც მიმდინარე წელს შევიდა ექსპლუატაციაში. სადგური დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო ოროზმანთან მდებარეობს და მისი წლიური გამომუშავება - 6 მლნ კვტსთ-ი ელექტროენერგიაა. სადგურის მშენებლობაში კომპანიამ "მომავლის ენერგია" 2 მლნ 200 ათასი ამერიკული დოლარი დახარჯა. ობიექტზე კი 5 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. აღინიშნავია ისიც, რომ ჰიდროსადგური ეკომეგობრულია და მას გარემოზე მინიმალური ზეგავლენა აქვს, რაც მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.