სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 854 მილიონ 300 ათასი ლარით, ანუ 1.9 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი ოქტომბრისთვის 45 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12 პროცენტია.
სებ-ის ცნობით, 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.